Sunday, April 19, 2015

რეფლექსია1,2,3 დღე

       

გავეცანი გზამკვლევს, გავიხსენე word-ის პროგრამის მანიპულაციები,

ბლოგის შექმნა, ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოტანა გზამკვლევში.

რეფლექსია მე-8 დღე



    ნაყოფიერი დღე იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევქმენით დამხმარე გვერდები ბლოგზე,ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის გაზიარება. დავიღალეთ. გმადლობთ.

Saturday, April 18, 2015

რეფლექსია

18.04.2015

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო. გავიხსენეთ ცხრილზე მუშაობა,ეფექტების დადება,სიმბოლოების ჩასმა. ვიმუშავეთ  პრეზენტაციაზე.
    
გმადლობთ

Saturday, April 4, 2015

რეფლექსია

მე-4 დღე

ტრენინგის მასალა საინტერესო იყო. გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამა,

დავიწყეთ მუშაობა google drive-ში.
   
  გზამკვლევში განვიხილეთ შეფასაების რუბრიკები. გმადლობთ.

Wednesday, March 21, 2012





  1. პროექტის სახელწოდება:  ''ყვარელი–ჩვენი ქალაქი''
  1. პროექტის მთავარი იდეა:ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისას აღმოვაჩინეთ,რომ ინფორმაცია ჩვენი ქალაქის შესახებ არ არის სრულყოფილი.გაგვიჩნდა იდეა,მოვიძიოთ საჭირო მასალა, სადაც საინტერესოდ იქნება წარმოდგენილი მრავალმხრივი ინფორმაცია.                                                                                                                                      
  2. პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია მოსწავლეებისათვის,რადგან გონივრულად გამოიყენებენ თავისუფალ დროს,ისწავლიან ერთად მუშაობას,ექნებათ ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან,მოიძიებენ საინტერესო მასალას ჩვენი ქალაქის ისტორიიდან, ფოლკლორიდან. გაეცნობიან ბუნების და ისტორიულ ძეგლებს, უფრო მეტად შეუყვარდებათ მშობლიური ქალაქი და იზრუნებენ მასზე.
  3. პროექტის მიზნები:ინტერნეტსივრცეში განვათავსოთ საინტერესო და მრავალმხრივიმასალა ჩვენი ქალაქის შესახებ ჩვენი ნამუშევარი ფართო მასებისათვის რომ იყოს ხელმისაწვდომი, წარმოვადგინოთ ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  4. მონაწილეთა ასაკი: 14 წ
  5. ვადები/ხანგრძლივობა:  2 თვე
  6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენი ვებ. გვერდის საშუალებით ტურისტები გაეცნობიან ჩვენი ქალაქის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, გაუჩნდებათ  მისი მონახულების სურვილი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რაიონის ბიუჯეტის ზრდას. 
  7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სკოლის და საოჯახო ბიბლიოთეკის რესურსები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, სკანერი, პრინტერი.
  8. პროექტის მსვლელეობა (ძირითდი აქტივობები): 1) ლიტერატურის  მოძიება  სასკოლო  საოჯახო   და  ქალაქის  ბიბლიოთეკებში. 2) ტექსტების  დამუშავება 3) ტექსტების  ელექტრონული ვერისიის   შექმნა 4) შესაბამისი  ფოტოების  და  ვიდეო  ჩანაწერების გადაღება 5) მცენარეების  შეგროვება  და   ჰერბარიუმის  გაკეთება. 6. მოსახლეობიდან  მიღებული  ინფორმაციის  დამუშავება  7) ყვარლის  შემოგარენთან დაკავშირებული  მითებისა  და  თქმულებების  შეგროვება 8) ვებგვერდის შექმნა  და მასზე მასალების განთავსება
  9. საგნებთან საგნობივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: გეოგრაფია - მოსწავლეები  მოიძიებენ  მასალებს   ყვარლის  გეოგრაფიული  მდებარეობის,  ბუნებრივი  პირობებისა  და რესურსების, მოსახლეობის  და  მეურნეობის  შესახებ. შექმნიან  ადგილის  გეგმას, სადაც  დატანილი იქნება  ჩვენი  ქალაქის  ღირსშესანიშნაობები. ბიოლოგია - მოსწავლეები  მოახდენენ  ყვარლის შემოგარენის   ფლორისა  და  ფაუნის  აღწერას, დაამზადებენ  ჰერბარიუმს.  ეკოლოგია - შეაფასებენ ქალაქის   დღევანდელ  ეკოლოგიურ  მდგომარეობას,  ტყეების გაჩეხვით  მოსალოდნელ  საფრხეებს.  ისტორია - მოსწავლეები  მოიძიებენ  ლიტერატურას  ყვარლის  ციხის, აგრეთვე  ყვარლის   ბრძოლის  შესახებ.  ისტორიის  მასწავლებლების  დახმარებით  მოამზადებენ  pp პრეზენტაციას  ამ  საკითხის  ირგვლივ. უცხო ენები - მოსწავლეები  მასალას   თარგმნიან რუსულ  და  ინგლისურ  ენებზე.  ისტ - გამოიყენებენ  სათანადო  პროგრამებს   ვებ-გვერდის  და მისი  დიზაინის  შესაქმნელად,  საიტზე  მასალების განსათავსებლად.
  10. პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ქაფიანიძე
  11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lalilelalali@gmail.com
  12. ხელმძღვანელის ვებ გვერდი/ბლოგი: lalilelalali.blogspot.com